Saturday, November 30, 2019

პროექტი დავამარცხოთ ბულინგი

სკოლა
მანავის საჯარო
პროექტის სახელწოდება

,, დავამარცხოთ ბულინგი“
პროექტის ხელმძღვანელი
მაკა ყორღანაშვილი
პროექტის მონაწილეები
მე-3  კლასი
ხანგრძლივობა
2 კვირა
განხორციელების ვადები
16.10.2019-30.10.2019
პროექტის მიზანი

 პროექტის მიზანია მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება დღეისთვის ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე ბულინგზე, რადგანაც ბევრი ისე ხდება მოძალადე, რომ არც იცის რას აკეთებს და არ ფიქრობს იმაზე თუ რა სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს  მის ქმედებას. მაგ: თვითმკვლელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევა. მაგრამ ბევრმა მათგანმა არც იცის რა არის ბულინგი და არ არის გარკვეული იმ შედეგებში, რაც ბულინგის დროს მომხდარა და ხდება. ჩვენ თუ მოზარდებს დროულად მივაწვდით ამ ყველა საჭირო ინფორმაციას და მივახვედრებთ თუ რაოდენ დიდ შეცდომას უშვებენ, თანდათან მოვახერხებთ კიდევაც ბულინგის აღმოფხვრას სკოლაში და მოსწავლეებიც უფრო მეტ ცოდნას მიიღებენ ბულინგისა  და მისი შედეგების შესახებ.
დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ საფრთხეების გამოკვეთას მოსწავლეებისათვის, რაც შეიძლება მოყვეს ბულინგის ფაქტებს.
მათ აქვთ დაბალი სოციალური უნარ-ჩვევები,ამიტომ ვერ ახერხებენ შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები.არ იციან როგორ მართონ თავიაანთი ემოციები.
პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია ,იმ ფონზე, რაც მედია საშუალებებით, სოც. ქსელებითა და პრესით ვრცელდება ბულინგის გახშირებული ფაქტებისა და მისი უმძიმესი შედეგების შესახებ. მოსწავლეებს სულ ესმით ეს სიტყვა, მაგრამ უმრავლესობამ არც იცის მისი მნიშვნელობა და არც იმ საფრთხეებზე აქვთ წარმოდგენა, რაც შეიძლება მას მოჰყვეს. სტატისტიკით დადგენილია, რომ არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მათ მშობლებსაც არ აქვთ ხშირად გაცნობიერებული ბულინგის რეალური საფრთხეები. ამ პროექტში მშობლების ჩართვა სწორედ  ამან განაპირობა.
   მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, სასიკეთოდ აისახება მომავალში მათი  ქცევის სწორ ფორმირებაზე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებმა გაიაზრონ სიტყვის სწორი მნიშვნელობა,შეძლონ სკოლის ფარგლებში ბულინგის ფაქტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და სუფთა, ჯანსაღი ურთიერთობების დამკვიდრება.
პროექტში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას, მოსწავლეებს შესძენს საჭირო უნარ-ჩვევებს, ასევე გაეცნობიან დისკრიმინაციის დაძლევის გზებს, გაიაზრებენ რა არის ბულინგი და როგორ ავიცილოთ თავიდან სასკოლო ძალადობის ეს ფორმა.
აქტივობები
 შეხვედრა პირველი:
 მოსწავლეებისათვის პროექტის მიზნის გაცნობა და სამოქმედო გეგმის შეთანხმება.


შეხვედრა მეორე:
  მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით,  მოიძიებენ ინფორმაციას  ბულინგის სახეებზე. ქმნიან ფოტო ალბომს.

შეხვედრა მესამე :
  
    მშობლებისთვის ტრენინგის ჩატარება ბულინგის შესახებ.

 შეხვედრა მეოთხე:
      შეხვედრა სკოლის მანდატურებთან.
         
     შეხვედრა მეხუთე:
ფილმის ნახვა ბულინგის თემაზე,,ებძოლე ძალადობას".

 შეხვედრა მეექვსე:

        პრეზენტაცია
    მოსწავლეები მშობლებთან ერთად აკეთებენ ნახატებსა და ჩანაწერებს ფორმატის ფურცელზე -,,მე არ ვარ მოძალადე“ ნამუშევრები გამოიკვრება სკოლის დერეფანში.

შეფასება

   პროექტი დაიგეგმა მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მოიპოვებენ ციფრულ, ტექსტურ და გრაფიკულ მასალებს, მოახდენენ ამ მასალების კომბინირებას. შედეგად მოსწავლეები გააცნობიერებენ ყველა იმ სავალალო შედეგს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს საზოგადოების გულგრილობით ბულინგთან დაკავშირებით.
  ამ პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციები.  
  მოსწავლეების ძალისხმევით მოხდება ბულინგის ამსახველი ფაქტების ამოცნობა, აღმოფხვრა და მსგავსი პრობლემებისადმი მეტი პასუხისმგებლობა.
  პროექტი ხელს  შეუწყობს მოსწავლეების შესაძლებლობების გამოვლენას. განუვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში. ამით მათ მიეცემათ საშუალება საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ. ამასთანავე, მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების ,ანალიზისა და თანამშრომლობითი უნარები.

პროექტის მდგრადობა
პროექტი მდგრადია, ვინაიდან ის არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც განაგრძობს. მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში. ამით მათ საშუალება მიეცემათ მოახდინონ საკუთარი ცოდნის და გამოცდილების რეალიზაცია, პროექტის დასრულების შემდეგ ბავშვები გააგრძელებენ საზოგადოების(ოჯახის წევრების, თანატოლების, თემის წევრების) ინფორმირებას. ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული, სრულფასოვანი, ჯანსაღი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

პროექტის განხორციელების რისკები და ხელშემშლელი ფაქტორები
ცუდი ამინდი, ტექნიკური პრობლემები(ინტერნეტკავშირის გათიშვა ან არარსებობა, ელექტროენერგიის გათიშვა)







სოციალური პროექტის რეფლექსია
 დავგეგმე და განვახორციელე სოციალური პროექტი ,,დავამარცხოთ ბულინგი“ .პროექტის მიზნობრივ ჯგუფად ავირჩიე დაწყებითი საფეხურის მე-3  კლასის მოსწავლეები. მათ აქვთ დაბალი სოციალური უნარ- ჩვევები,ვერ ახერხებენ შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები.არსებულმა პრობლემამ მიმიყვანა პროექტზე მუშაობის იდეამდე.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა აქტივობები:
.პროექტის მიზნის გაცნობა
.ინფორმაციის მოძიება
.მშობლებისათვის ტრენინგის ჩატარება
.შეხვედრა სკოლის მანდატურებთან
.ფილმის ჩვენება
.პრეზენტაცია
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს განუვითარდათ აზროვნების ზედა დონის უნარები: დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, დაგეგმვა,  კვლევა, ანალიზი.
·         პიროვნული განვითარება
·         მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
21-2 საუკუნის უნარები
●     საღი მსჯელობა და აღქმა;
●     ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
●     თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაისტი
ის.ტექნ.დაწყ.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახისციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენებაკომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
მედიაწიგნიერება
წიგნიერება ეწოდება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიც შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოიცავს კითხვის, მოსმენის, ზეპირი მეტყველების და წერის უნარებს; აგრეთვე ენის სიმბოლოების ამოცნობა-გამოყენების უნარს, ისევე, როგორც ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი, თუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს
პროექტის განხორციელების შემდეგ შედეგად მივიღებ:
)  მოსწავლეებს განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები.
) განივითარებენ საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი  ტექსტის შექმნის უნარს (ბარათები, ინტერვიუ, დიალოგი და საუბრები )
) ტექნოლოგიების ,,ბუკის“ გამოყენება.


პროექტის მსვლელობისას გამოვიყენე განმავითარებელი შეფასების.  საჭიროების შემთხვევაში ვახდენდი ჩარევას, რათა სწორად წარიმართულიყო პროცესი. პროექტის დასასრულს  მოსწავლეებმა შეავსეს  შეფასების კითხვარი, სადაც  შეაფასეს პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა:
1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
2.  რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?                                                                   
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონა წილეებმა?
5. განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;
6.  მომავალში  მეტი ყურადღება რას მივაქციო?
პროექტის ფარგლებში მოხდა აღნიშნული დამოკიდებულებების პრევენცია.მოსწავლეებმა შეძლეს ინდივიდებთან და ჯგუფებთან კომუნიკაცია,თანამშრომლობა,იყვნენ შემწყნარებლები,იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ საკუთარი უფლებები რომ არ შეეზღუდათ სხვისი უფლებები.
 დაკვირვების მეთოდით და ასევე მოსწავლეთა შეფასების კითხვარების ანალიზით თუ ვიმსჯელებთ პროექტმა გამოიღო დადებითი შედეგი და მიაღწია დასახულ მიზნებს, პროექტის განხორციელების პერიოდში ხელისშემშლელი გარემოებები არ გამოვლენილა.
                                                                                                                             მანავის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი:მაკა ყორღანაშვილი



No comments:

Post a Comment