Tuesday, November 12, 2019


მხატვრული                                                               კითხვის   წრე
მანავის საჯარო სკოლის მე-3 კლასი


მისაღწევი შედეგები:

მოსწავლეებს განუვითარდებათ მხატვრული კითხვის ტექნიკატექსტის გააზრებული კითხვის უნარი;
შეეძლებათ ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში;
მოისმენენ და გაიგებენ ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტებს და  გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას;
შეძლებენ აქტიური ლექსიკის და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველების გამოყენებას;
მოახდენენ მარტივი ტექსტების არსებით ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობას;
გამოიყენებენ კითხვის მარტივ სტრატეგიებს;
 ჩამოუყალიბდებათ წიგნიერების სიყვარული;
განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები;
ბავშვები ისწავლიან როლურ თამაშებს და დაეუფლებიან თეატრალური გარდასახვის ელემენტებს.



          მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ -
         ორშაბათს  მეექვსე გაკვეთილზე
          მეცადინეობის ხანგრძლიობა   45წთ.
3 ლასი

მოსწავლეთა სია:

1.  თათია ქალაქურაშვილი
2.   სტეფანიშვილი თორნიკე
3. მათიაშვილი ბარბარე
4.   ლეთოდიანი თამთა
5.   ყორღანაშვილი ანამარია
6.   მუნჯიშვილი გუგა
7.ადუაშვილი ანასტასია
8.   ქალაქურაშვილი თათია
9.  პასიკაშვილი მერაბი
10. მეტრეველი ირაკლი





    
შესაბამისობა ე.ს.გ. გათვალისწინებულ შედეგებთან: 


ქართ.2 .მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
-ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
-გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარს;
-აგრძელებს სხვის მიერ დაწყებილ თხრობას;
-გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედით აღძრულ ემოციებს;
ქართ.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკის და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ.4.  დამარცვლით კითხულიბს უცნობ სიტყვებს; ხმამაღლა კითხულიბს მცირე ზომის ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, მოთხრობებს. ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშანთან.
ქართ.6   განარჩევს დიალოგს და თხრობას;
ქართ7. ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას.
  აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან, გამოკვეთს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებას, გამოაქვს სათანადო დასკვნა;




























მხატვრული კითხვის წრის სამუშაო გეგმა. 2019-2020 სასწავლო წელი
პირველი  სემესტრი

N
თემა
აქტივობა
აქტივობის მიზანი
მუშაობის ფორმა
რესურსი
ჩატარების დრო
1
პირველი შეხვედრა-თემატიკის გაცნობა
საუბარი, კითხვა-პასუხი
წრის მუშაობის მიზნების გაცნობა
საერთო ჩათულობა
პრეზენტაცია  
23.09.2019

2
სტუმრად ბიბლიოთეკაში
საუბარი.
წიგნების დათვალიერება.
კართოტეკის გაცნობა
ბიბლიოთეკაში
წიგნების მოძიების სწავლა. ინტერესის
გაზრდა კითხვისადმი
ჯგუფური

ბიბლიოთეკის კართოთეკის ფონდი
7.10.2019
3
,,ჩემი ბიბლიოთეკა’’
საბავშვო მხატვრული ლიტერატურის მოძიება ოჯახში
ოჯახში არსებული საბავშვო
მხატვრული ლიტერატურის გაცნობა, თავმოყრა,
კლასიფიკაცია.
ჯგუფური
საბავშვო ლიტერატურა
21.10.2019
4.
სხვადასხვა ტიპის წინადადებების სწორად კითხვა.პუნქტუაციის წესები.
საუბარი,აქტიური მოსმენა
ხმამაღლა კითხვისას სასვენ ნიშნებთან პაუზის დაცვა
ინდივიდუალური
ჯგუფური
პლაკატები.

ტექსტები
28.10.219
5
მხატვრული ნაწაროებების კითხვა
წაკითხვა, მოსმენა და გადმოცემა
მხატვრული კითხვის უნარის განვითარება
ინდივიდუალური
  ნაწარმოებები

4.11.2019
6
რ. ინანიშვილის
მოთხრობა,-
,,ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი.’’-მოსმენილი
ტექსტის შინაარსის გადმოცემა მხატვრულად
წაკითხვა, მოსმენა და გადმოცემა
შემოქმედებითი
უნარის განვითარება.
თხრობა პერსონაჟების პოზიციიდან
ჯგუფური
რ. ინანიშვილის მოთხრობა
11.11.2019

7

,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’

ილუსტრაციებზე
მოთხრობების
შედგენა

ტექსტებზე მუშაობა
საერთო ჩართულობა
ილუსტრაციების
ჩვენება
18.11.219
8
დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა.
,,საგანძური
დიდ წიგნში მოთხრობების
დამატება
ტექსტზე მუშაობა
ინდივიდუალური
ი.გოგებაშვილის ,,საგანძური’’
25.11.2019
9
ი.გოგებაშვილის  მოთხრობები
მხატვრულად
კითხვისთვის
გამოსაყენებელი სავარჯიშოები
თხრობა პერსონაჟების პოზიციიდან
ინდივიდუალური
რჩეული საბავშვო მოთხრობები
2.12.2019
10
ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსები
ლექსების წაკითხვა ინტონაციით
გამომეტყველებით კითხვა
ინდივიდუალური
გ.ტაბიძის
ლექსების კრებული
9.12.2019
11
გ.ლეონიძის  ლექსების მხატვრულად კითხვა
ლექსების წაკითხვა ინტონაციით
გამომეტყველებით კითხვა

ინდივიდუალური
გ.ლეონიძის
ლექსების კრებული
6.12.2019
12
მკითხველთა თეატრი- ვაჟა-ფშაველას  მოთხრობა ,,შვლის ნუკრის  ნაამბობი’’.

მოსმენა,
როლების განაწილება
მხატვრული კითხვის უნარის განვითარება.
გამართული კითხვა, გაგება-გააზრება
ჯგუფური
მოთხრობის
ტექსტი

16.12.219
13
წრის მუშაობის შეფასება
კითხვა-პასუხი
დისკუსია
საერთო ჩართულობა

23.12.2019











  

წრის მუშაობა


·         პირველი შეხვედრა- თემატიკის გაცნობა.
    23 სექტემბერს  გვქონდა პირველი შეხვედრა მხატვრული კითხვის წრის წევრებთან. მოსწავლეები გაეცვნენ წრის სამუშაო თემატიკას. აზრი გამოთქვეს წრის მუშაობის განხორციელებული აქტივობების შესახებ. გადაწყდა, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებოდნენ წრის მუშაობაში.

suratebi…………………………………………..

·         მეორე შეხვედრა-სტუმრად ბიბლიოთეკაში

30 სექტემბერს  წრის წევრები წრის ხელმძღვანელთან ერთად იყვნენ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკში არსებული წიგნებისკართოტეკა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკას, მაინც საინტერესო იყო ეს შეხვედრა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნები. ბიბლიოთეკარმა შეურჩია მათ საინტერესო ლიტერატურა. ის მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად კითხულობენ წიგნებს დაინტერესდნენ. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეების დაინტერესებას კითხვისადმი.



·         მესამე შეხვედრა-,,ჩემი ბიბლიოთეკა’’

7 ოქტომბერს წრის წევრებმა თავიანთ ოჯახებში მოიძიეს საბავშვო მხატვრული ლიტერატურა. წრის მეცადინეობაზე მოიტანეს და ერთმანეთს გააცნეს. შემდეგ დაწერეს ,, დიალოგი საყვარელ პოეტთან’’, მათთვის საყვარელ მწერლებს და პოეტებს დაუსვევს კითხვები. ზოგმა წერილი მისწერა. შემდეგ მოახდინეს პრეზენტაცია და ერთმანეთს წაუკითხეს. მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. გამოვლინდა მათი საყვარელი მწერლები, პოეტები და მხატვრული ლიტერატურა.

·         მეოთხე შეხვედრა-სხვადასხვა ტიპის წინადადებების სწორად კითხვა.პუნქტუაციის წესების გახსენება.

21 ოქტომბერს წრეზე  მოხდა წინადადებების სწორად კითხვაზე ვარჯიში,  სადაც მოხდა მოსწავლეების მუშაობა პაუზის დაცვაზე. მუშაობა წარიმართა ინდივიდუალურად.   
ასევე  ვიმუშავეთ ლექსიკური  მარაგის გამდიდრებაზე.  . მოსწავლეებმა შეადგინეს სხვადასხვა ტიპის წინადადებები. წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.

·         მეხუთე შეხვედრა-მხატვრული ნაწარმოებების კითხვა

28 ოქტომბერს  წრის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად,  მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივით მოამზადეს  და ისწავლეს სურვილის მიხედვით ნაწარმოებები და წაიკითხეს მხატვრულად. მოხდა ერთმანეთის შეფასება. მე ვინიშნავდი შენიშვნებს და ბოლოს მოახდინეს იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც დაუშვესნაწარმოებების კითხვისას.წრის მუშაობა საქმიანად წარიმართა.


·         მეექვსე  შეხვედრა-რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი’’


4 ნოემბერს წრეზე წავიკითხეთ რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი’’, შემდეგ მოვახდინეთ წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემა მხატვრულად. მოთხრობის გადმოცემა მოხდა ინდივიდუალურად პერსონაჟის პოზიციიდან. წაკითხული ტექსტის შემდეგ მოვახდინეთ მისი ანალიზი. მოსწავლეებმა იმსჯელეს რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, რას შეცვლიდნენ, ბოლოს
თავიანთი ინტერპრეტაციით გააგრძელეს მოთხრობა.


·         მეშვიდე შეხვედრა-,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’

11 ნოემბერს წრის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად. მოსწავლეებისთვის მოხდა სხვადასხვა ილუსტრაციების ჩვენება. მათ ილუსტრაციებზე თავიანთი ინტერპრეტაციით უნდა შეედგინათ მოთხრობები. მოსწავლეებმა ამ დავალებას კარგად
გაართვეს თავი. თითოეულმა მოსწავლემ არჩეულ ილუსტრაციაზე შედგენილი მოთხრობის პრეზენტაცია გააკეთა. წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.
·        
ერვე შეხვედრა -,,დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა.’’

18 ნოემბერს  წრის მეცადინეობაზე  მოსწავლეებმა წარმოადგინეს დიდი წიგნის პრეზენტაცია
ი. გოგებაშვილის ,,საგანძური.’’
 წიგნის მახასიათებლის ათვისებისა და ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია ,, დიდი წიგნის  ერთობლივი კითხვა’’.  წრის მუშაობაზე  წარიმართა ამ მეთოდის გამოყენება. მათ  გამოავლინეს წიგნთან მუშაობის ჩვევები. წრის წევრებმა მხატვრულად და გამომეტყველებით წაიკითხეს   ი. გოგებაშვილის მოთხრობები.   

მეცხრე შეხვედრა-ი.გოგებაშვილის მოთხრობები

2
5 ნოემბერს ჩავატარეთ წრის მეცადინეობა, სადაც მოვახდინეთ ი. გოგებაშვილის მოთხრობების მხატვრულად  კითხვა, სადაც გამოვიყენეთ
მხატვრულად კითხვის გამისაყენებელი სავარჯიშოები. გამოვიყენეთ აქტივობა- თხრობა  პერსონაჟის პოზიციიდან.
წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა შეადგინეს პერსონაჟების  რუკა

მეათე შეხვედრა--   ლექსების მხატვრულად წაკითხვა.

2 დეკემბერს ჩავატარეთ წრის მუშაობა, სადაც მოხდა ოქროს ფონდიდან  ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა
,რამაც ბავშვებში გამოიწვია დიდი სიხარული და აღშფოთება.ეს დღე იყო მათთვის დაუვიწყარი.  ვიმუშავეთ ლექსების გამომეტყველებით წაკითხვაზე.
მოსწავლეები ერთმანეთის წაკითხულს აფასებდნენ.წრის მუშაობა  ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

მეთერმეტე შეხვედრა--,,გ.ლეონიძის ლექსების გამომეტყველებით წაკითხვა.
·                    

9 დეკემბერს მხატვრული კითხვის წრის წევრებმა წარმოადგინეს გ.ლეონიძის ლექსები, რომელიც წაიკითხეს გამომეტყველებით.ასევე მოვუსმინეთ მის მიერ წაკითხულ ლექსებს.
ლექსები განსაკუთრებით გამორჩეულად წაიკითხეს:ირაკლი მეტრეველმა; ანასტასია ადუაშვილმა; ბარბარე მათიაშვილმა,თათია ქალაქურაშვილმა. 

მეთორმეტე შეხვედრა---მკითხველთა თეატრი.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ,,შვლის ნუკრის ნაამბობი’’.

16 დეკემბერს მხატვრული კითხვის წრეზე მოვახდინეთ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის ,,შვლის ნუკრის ნაამბობის’’ მკითხველთა თეატრი, რომელიც გულისხმობს ტექსტის  კითხვას როლებში. მკითხველთა თეატრი  ავითარებს გამართულ კითხვის უნარს, ავითარებს მოსმენისა და მეტყველების უნარ-ჩვევებს, უნერგავს მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, ავითარებს სოციალურ, თანამშრობლობით და ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებს. რაც ყველაზე მთავარია მოსწავლეს უვითარებს კითხვის სიყვარულს. მოთხრობიდან  როლები გავუნაწილე მოსწავლეებს.გავაცანი მათ მუშაობის ფორმები.მოვასმენინე გამართული კითხვის ნიმუში,  ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს მათი როლები. ბოლოს მოვახდინეთ  შეფასების რუბრიკები; ურთიერთ შეფასება და ჩემი შეფასება. წრის მუშაობა საინტერესოდ ჩაიარა.
მეცამეტე შეხვედრა
---მუშაობის შეჯამება.

2
3 დეკემბერს გაიმართა  მხატვრული კითხვის წრის მუშაობა. შეხვედრა შემაჯამებელი იყო. შეხვედრაზე გვესწრებოდნენ მშობლები.
 მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები., რომლებიც 
მათ ისწავლეს სემესტრის განმავლობაში. დასასრულს მშობლებმა აღნიშნეს წრის მუშაობის მნიშვნელობა. მოსწავლეებმა წრის მუშაობით მიიღეს უფრო მეტი თავდაჯერებულობა და სითამამე.  

No comments:

Post a Comment