სკოლა: საგარეჯოს
მუნიციპალიტეტი, სსიპ მანავის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: მაკა
ყორღანაშვილი
სოციალური
პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება: ,, სასუნთქი სისტემის ინფექციები“
პროექტის
ხანგრძლივობა: 11.11.2019–25.11.2019
პრობლემის
განსაზღვრა და მისი
აქტუალობის დასაბუთება
სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები კაცობრიობის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია და შესაბამისად, ექიმთან მიმართვის უხშირესი მიზეზს წარმოადგენს. დღეისათვის ცნობილია დაახლოებით 300 გამომწვევი, რომელთაც სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციური დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. მათი უდიდესი ნაწილი ვირუსებია. გრიპი
და ვირუსული დაავადებები ყველაზე ხშირად ემართებათ სკოლამდელი და სასკოლო ასაკის
ბავშვებს, რის
გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენს დაუბანელი, ჭუჭყიანი ხელები. პირადი და სასწავლო ნივთების არასწორი მოხმარების
წესები. ამ პრობლემას თავის მხრივ იწვევს ის ფაქტი, რომ მოზარდები და
მშობლები არ ფლობენ ინფორმაციას ინფექციური დაავადებების პრევენციის
შესახებ, არ აქვთ გააზრებული, რომ აღნიშნული დაავადების შემდგომი გავრცელების
თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, მეტი ყურადღება დაეთმოს
სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვას. ასევე, კარგად არ აქვთ გაცნობიერებული რა
ფატალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ხშირია
მოსწავლეთა გაცდენები, რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.
ამისათვის, გადავწყვიტე განმეხორციელებინა პროექტი, რომლის მიზანია:
მე-3 კლასის მოსწავლეები და მშობლები გაეცნონ სასუნთქი სისტემის ინფექციების წარმოქმნის წყაროებს, სიპტომებს, გაიაზრონ მისი თავიდან
აცილების გზები და საშუალებები,
რაც ხელს შეუწყობს მათ გააცნობიერონ ჯანმრთელობის, ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობა.
პროექტის სამიზნე ჯგუფი:
დაწყებითი საფეხურის
მე-3 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.
პროექტის
ამოცანები და განხორციელების გზები:
1.
სამიზნე ჯგუფის
მოსწავლეებთან და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება სასუნთქი სისტემის ინფექციების შესახებ მათი ინფორმირების
მიზნით.
1.1 ბიოლოგიის
მასწავლებელთან ერთად გრიპი და სასუნთქი სისტემის ინფექციების შესახებ მასალის
მომზადება.
ბიოლოგიის
მასწავლებელთან ერთად მოვიძიებთ და დავამუშავებთ ინფორმაციას გრიპისა
და სასუნთქი სისტემის ინფექციების შესახებ. მშობლებისა და მოსწავლეებისთვის შეხვედრებზე
ინფორმაციის წარსადგენად მოვამზადებთ საპრეზენტაციო მასალას. სხვადასხვა
თვალსაჩინოებას, რომელთ დახმარებით მოსწავლეები და მშობლები უკეთ
დაინახავენ და გაიაზრებენ აღნიშნული დაავადებით გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეს და თავიდან აცილებს გზებს.
1.2 საინფორმაციო
შეხვედრების ჩატარება მშობლებისა და მოსწავლეებისათვის.
განვსაზღვრავ სამიზნე მოსწავლეებთან
და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების თარიღებს, შეხვედრის ჩატარების
შესახებ შევატყობინებ მშობლებს და დადგენილ თარიღში სკოლის ექიმი ჩემი
ფასილიტაციით მშობლებთან და მოსწავლეებთან ცალ-ცალკე, ჩაატარებს თითო-თითო საინფორმაციო შეხვედრას. სადაც ბიოლოგიის
მასწავლებელი გააცნობს ინფორმაციას გრიპისა
და სასუნთქი სისტემის ინფექციების შესახებ წინასწარ მომზადებული რესურსების გამოყენებით.
1.3
მოსწავლეების
მიერ ნახატების/ილუსტრაციების შექმნა და საკლასო გამოფენის მოწყობა;
სამიზნე კლასის მოსწავლეებთან ჩავატარებ გაკვეთილს, მოსწავლეებს
დავურიგებ თაბახის ფურცელებს, რომელზეც თემასთან დაკავშირებით შექმნიან
ნახატებს/ილუსტრაციებს. ნახატებს გამოვფენ საკლასო ოთახში კედელზე სპეციალურად
გამოყოფილ ადგილზე.
2. სასუნთქი სისტემის ინფექციების შესახებ სკოლის წარმომადგელობში ინფორმაციის გავრცელება.
2.1 საინფორმაციო ბუკლეტებისა
და პლაკატის დამზადება.
მშობლებთან
და მოსწავლეებთან ჩავატარებ შეხვედრას, სადაც შევიმუშავებთ ბუკლეტისა და
საინფორმაციო პლაკატის დიზაინს და
შევთანხმდებით მათზე სასუნთქი
სისტემის ინფექციების შესახებ განსათავსებელ
ინფორმაციაზე, რის შემდეგ მშობლები და
მოსწავლეები ერთობლივად დაამზადებენ ბუკლეტებსა და საინფორმაციო პლაკატს.
2.2 სკოლაში საინფორმაციო კუთხის მოწყობა;
სკოლის
დერეფანში მოეწყობა საინფორმაციო კუთხე, სადაც გამოეკვრება მშობლებისა და
მოსწავლეების მიერ დამზადებული საინფორმაციო პლაკატი, მოსწავლების მიერ შექმნილი
ნახატები და მაგიდაზე დაეწყობა ბუკლეტები. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება საინფორმაციო
კუთხესთან მივიდეს, გაეცნოს ინფორმაციას, აიღოს ბუკლეტი
და დაათვალიეროს მოსწავლების
ნახატები.
მოსალოდნელი შედეგები:
1. სამიზნე ჯგუფის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ბიოლოგიის
მასწავლებლის მიერ მასწავლებლის ფასილიტატორობით ჩატარებულია სასუნთქი
სისტემის ინფექციების შესახებ თითო-თითო
საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე მიღებული
ცოდნის, შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სამიზნე კლასის მოსწავლეების მიერ
შექმნილია ნახატები/ილუსტრაციები და მოწყობილია მათი
ნამუშევრების საკლასო გამოფენა. მშობლებმა იციან სასუნთქი
სისტემის ინფექციების წარმოქმნის წყაროები, სიპტომები და
გააზრებული აქვთ მისი თავიდან აცილების გზები და საშუალებები,
2. სამიზნე
კლასის მოსწავლეებისა და მშობლების მიერ დამზადებულია საინფორმაციო პლაკატი და
ბუკლეტები, რომელთა გამოყენებით სკოლაში მოწყობილია საინფორმაციო კუთხე, რის შედეგადაც სკოლის წარმომადგელობი ინფორმირებული არიან გრიპისა სასუნთქი
სისტემის ინფექციები შესახებ.
მოსწავლეებს შეუძლიათ:
- გააცნობირონ სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭირო ელემენტარული ზომები
და გამოიტანონ დასკვნა;
- დაიცვან პირადი ჰიგიენის ძირითადი წესები;
- პრობლემურ
საკითხებთან დაკავშირებით გამოხატონ და დაასაბუთონ საკუთარი
მოსაზრებები, სხვებთან
ითანამშრომლონ;
- მიღებული ინფორმაციის შესახებ
ილუსტრაციის/ნახატის, პლაკატის, ბუკლეტის საშუალებით გამოხატონ საკუთარი ცოდნა და შთაბეჭდილებები;
შეფასება
და მონიტორინგი:
პროექტის შეფასების უზრუნვეყოფისათვის მივმართავ შემდეგ
ღონისძიებებს:
1.
პროექტის ყოველი ეტაპის შემდეგ მოსწავლეები ზეპირი
კომენტარებით შეაფასებენ განხორციელებულ
საქმიანობებს. მიღებული ინფორმაციას ვაანალიზებ,
რის საფუძველზეც გამოვიტან დასკვნებს
2.
საინფორმაციო
შეხვედრების ჩატარებისა და
პროექტების ბოლოს ჩავატარებ
მშობელთა წერილობით გამოკითხვას წინასწარ შემუშავებული კითხვარით (რით იყო
მნიშვნელოვანი აღნიშნული პროექტი? თქვენი აზრით მსგავსი პროექტები რა ზეგავლენას
ახდენს თქვენ შვილებზე? მიიღებდით თუ არა სკოლის მიერ დაგეგმილ მსგავს პროექტებში?
რატომ?)
3.
პროექტის ბოლოს გაწეული საქმიანობის შესახებ დავწერ
საბოლოო რეფლექსიას, რასაც საფუძვლად დავუდებ ზემოთ აღწერილი მონიტორინგის
შედეგების ანალიზს. რეფლექსიას წარვადგენ ადმინისტრაციასთან.
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო
ხარვეზები
მშობლების უმრავლესობა მუშაობს, აქვს გადატვირთული
გრაფიკი. გამომდინარე აქედან, შესაძლოა მათ მონაწილეობა ვერ მიიღონ სამოქმედო
გეგმით განსაზღვრულ აქტივობებში.
აღნიშნული რისკის თავიდან ასაცილებლად პროექტის
დაწყებამდე შევხვდები მშობლებს გავაცნობ პროექტის გეგმას, ავუხსნი მათი პროექტში
მონაწილეობისა და თანადგომის მნიშვნელობას. ასევე წინასწარ შევუთანხმდები
შეხვედრების განრიგზე.
აქტივობების განხორციელების განრიგი (სამოქმედო
გეგმა)
აქტივობები/
თვები
|
ნოემბერი
|
საჭირო რესურსები
|
||
II
|
III
|
IV
|
|
|
1.
მოსწავლეებთან და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება სასუნთქი სისტემის ინფექციების შესახებ მათი ინფორმირების
მიზნით.
|
||||
1.1 სკოლის ექიმთან ერთად „სასუნთქი სისტემის ინფექციები“ სასწავლო მასალის მომზადება.
|
|
|
|
კომპიუტერი, ინტერნეტი,
|
1.2 საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება მშობლებისა და მოსწავლეებისათვის.
|
|
|
|
კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდ-შოუ,
ილუსტრაციები.
|
1.3
მოსწავლეების
მიერ ნახატების/ილუსტრაციების შექმნა და საკლასო გამოფენის მოწყობა;
|
|
|
|
თაბახის ფურცლები, ფერადი ფაქრები, ფლომასტერები,
|
2. სასუნთქი სისტემის ინფექციების შესახებ სკოლის წარმომადგელობში ინფორმაციის
გავრცელება.
|
||||
2.1
მშობლებთან და
მოსწავლეეებთან ერთად ბუკლეტისა და საინფორმაციო პლაკატის დიზაინის შემუშავება;
|
|
|
|
თაბახის ფურცლები, ფერადი ფაქრები, ფლომასტერები,
კალამი.
ფლიფჩარტი.
|
2.2 მშობლების მიერ საინფორმაციო ბუკლეტებისა და პლაკატის დამზადება.
|
|
|
|
თაბახის ფურცლები, ფერადი ფაქრები, კალამი.
|
2.3 სკოლაში საინფორმაციო კუთხის მოწყობა;
|
|
|
|
მაგიდა, სკამი, საინფორმაციო პლაკატი, ბუკლეტები,
მოსწავლეთა ნახატები, სტენტი ნახატების გასაკვრელად, მშობლები.
|
2.5
პროექტის შეფასება
|
|
|
|
მოსწავლეთა და მშობელთა შეფასებები
|
No comments:
Post a Comment