Thursday, November 28, 2019


სოციალური პროექტის „დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან“ გეგმა
სოციალური პროექტის ავტორი
პროექტის ხელმძღვანელის სახელი, გვარი
მაკა ყორღანაშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელი მანავი
სკოლა
მანავის საჯარო
საფეხური/კლასი:  საგანი/საგნები
დაწყებითი/მესამე კლასი/ ბუნება- ინტეგრირება ხელოვნებასა და ისტთან.
პროექტის განხორციელების დრო
 რვა შეხვედრა, 4 კვირა, 1 თვე.

პროექტის დასახელება     „დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან
პროექტის სრული დასახელება: 
ჩვენ და ბუნება-  „დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან
პროექტის აქტუალობა, სამიზნე ჯგუფი და პროექტის მოკლე შინაარსი.
    პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან,რომ სუფთა გარემო მათი უფლებაა, ხოლო დაცვა მათი მოვალეობა.
         ბუნებრივი რესურსების უყაირათო გამოყენება და ნარჩენი მასალებით გარემოს დანაგვიანება დღეს ერთ–ერთ სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს.
     სამიზნე ჯგუფი:    პროექტში მონაწილე მოსწავლეებს აქვთ გარკვეული გამოცდილება პროექტებში  და დისკუსიებში  მონაწილეობისა, ასევე მათი ასაკობრივი ზღვარი იძლევა იმის საშულებას, რომ  მათი განვითარების დონე ამაღლდეს მსგავსი სახის პროექტებში ჩართულობით.
      შინაარსი:  პროექტებით სწავლება თანამშრომლობითი სწავლების მეთოდია. როდესაც რაიმე პრობლემის გადაჭრა გვსურს, ვაზუსტებთ პრობლემას და ერთობლივად ვიწყებთ  მისი გადაჭრის გზების ძიებას. გაგაცნობთ მეთოდის მიმდინარეობის ძირითად ფაზებს:
       მოსამზადებელი ფაზა – ამ ფაზაში მასწავლებელი განუმარტავს კლასს პროექტის  მიზანს (კერძოდ, რა პრობლემის გადაჭრა დაისახეს), გააცნობს/შეახსენებს მეთოდის მიმდინარეობას.
     კრიტიკის ფაზა – ამ ფაზაში სასურველია, გავამხნევოთ მოსწავლეები, დავაძლევინოთ დაძაბულობა, შიში, რათა თავისუფლად გამოხატონ აზრი დასმული საკითხის შესახებ და ჩამოაყალიბონ ის ზუსტად და კონკრეტულად. კრიტიკული საკითხების შეკრების შემდეგ მათ აერთიანებენ პრობლემის სფეროებად.    
ფანტაზიის ფაზა – ამ ფაზაზე  მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარების მრავალფეროვანი, ფანტაზიით სავსე გზები უნდა დასახონ. ამ ფაზაში მათ ნაკლებად უნდა იფიქრონ იმაზე, რამდენად განხორციელებადი და რეალურია მათი იდეები. შეიკრიბება იდეები გადამუშავდება და უფრო მეტად დაკონკრეტდება;
       განხორციელების ფაზა – ამ ეტაპზე ხდება წინა ფაზაში შეჯერებული მონახაზების რეალობასთან მისადაგება. ისევე, როგორც წინა ფაზაში, ამ დროსაც საჭიროა კრეატიულობა და ფანტაზია, რათა უკეთესი შედეგის მისაღებად ახალი გზა ვიპოვოთ. რეალობასთან თავსებადობის მისაღწევად იდეები უნდა დაკონკრეტდეს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
          თემატური კითხვა
            რას ხედავთ გარემოში?
          სახელმძღვანელო კითხვები
          როგორ ჩნდება ნაგავი?
          შეგიძლიათ დაასახელოთ რისგან არის ისინი დამზადებული?
          ვის (რას)  ელის საფრთხე ამ გარემოში?
          როგორ დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან?
          შინაარსობრივი ან განმარტებითი კითხვები
          როგორ გგონიათ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
          როგორ ფიქრობთ არის თუ არა შესაძლებელი  თავიდან ავიცილოთ ჰაერის, წყლის და საერთოდ გარემოს დანაგვიანება?
          არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
          პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?
          როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?
პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები
მიზნები:
         დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო;
         განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ;
         დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება;
გრძელვადიანი მიზნები:               
         მოსწავლემ შეძლოს   ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან, შეძლოს  გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
         გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
  მოსალოდნელი  შედეგები:       მოსაწვლეებს განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, ეს გავლენას იქონიებს არამხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე, არამედ დაწყებითი კლასების ბავშვებზე, რომლებთანაც ამჟამად ამ მხრივ შედარებით ნაკლები პრობლემაა  მასწავლებლების ძალისხმევით, თუმცა მათთანაც არსებობს საშიშროება იმისა, რომ დამოუკიდებლად იგივეს არ გააკეთბენ, რასაც მასწავლებლის თანდასწრებით აკეთებენ. ამიტომ  მოსწავლეები კარგი მაგალითის მიმცემი იქნებიან და ეს არაპირდაპირ დადებით გავლენას იქონიებს  მათზე.
შედეგები სტანდარტების მიხედვით
საგნობრივი სტანდარტები
ბუნება
 ბუნ.III.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.დაწყ.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე  გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.
ბუნ.დაწყ.I.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ბუნებრივი რესურსების  მნიშვნელობაზე მსჯელობა.

ისტი
ის.ტექნ.დაწყ.2.აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ ზოგიერთ ძირითად ფუნქციას (მაგალითად: მონიშვნა,
  ის.ტექნ.დაწყ.2. ქმნის ფაილებსა და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპით, მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით.
ხელოვნება
ს.გ.III.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს,ობიექტებს,მოვლენებს  და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.III.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი  და იდეები.
ს.გ.III.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
მათ შორის მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები:
·         კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
·         შემოქმედებითი უნარები
·         კომუნიკაციის უნარი
·         ინფორმაციის ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან
01.11. 2019 შეხვედრა პირველი
პროექტს  ვიწყებთ მოსამზადებელი ფაზით.   ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტავ პროექტის  მიზანს, გავაცნობ პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობას და იმ წესებსაც, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შევავსობინენ სქემის ვიცი, მინდა ვიცოდე ნაწილებს.
    მოსწავლეებს ვესაუბრები გარემოს დანაგვიანების შესახებ, რო ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ის, რაც მათ აღარ სჭირდებათ - ნარჩენები. ნარჩენებს ყრიან  და ასე გროვდება ნაგავი. ნაგავი წარმოიქმნება ყოველდღიურად, დაუსრულებლად.
     შევთავაზებ აქტივობას ექსკურსია ბუნებრივ გარემოში“, ეს შეიძლება იყოს სკოლის ეზოს გამწვანებული და წყნარი ადგილი. ბავშვებს ვთხოვ, დაუკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს და უპასუხონ კითხვებს:
          რას ხედავთ გარემოში?
განასხვავეთ მათ შორის რა მიეკუთვნება ბუნებას? რა არის ადამიანის ხელის მიერ შექმნილი? აღწერეთ რა მასალისაგანაა აგებული იგი?
          რა ხმები გესმით გარემოში?
          გსიამოვნებთ თუ არა ამ ხმების მოსმენა?
ვთხოვ შეისუნთქონ ჰაერი და  ამოიცნონ
   - რისი სურნელია?
- სიამოვნებთ თუ არა ბუნებაში არსებული სუნი?
აქტივობის არსია მოსწავლეებმა შეიგრძნონ და  აღიქვან ბუნებრივი გარემო არამარტო მხედველობით, არაამედ სხვა შეგრძნებითაც და მიხვდნენ, რომ ბუნებრივი გარემო განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსგან.
საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ პასუხობენ კითხვებზე და აკეთებენ ჩანაწერებს.
          სოფელს ემსახურება თუ არა სანაგვე მანქანა?
          როგორი გარემოა სკოლის ეზოში?
          როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
          სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?
    მოსწავლეები გააკეთებენ მიღებული ცოდნის ესახებ ჩანაწერებს, რომელსაც გამოიყენებენ კედლის გაზეთის შექმნის დროს.

  08.11 2019 შეხვედრა მეორე
მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებით მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენებ დოკუმენტურ ფილმს,  რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო და ადამიანთა ქმედებების სავალალო შედეგები. წარვმართავთ დისკუსიას შემდეგ კითხვებზე:
-თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დაბნაგვიანებას ადამიანისათვის?
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას  ცხოველებისათვის?
სახელმძღვანელოსი მოცემული  ოთხი სურათის აღწერა: -როგორ იქექება ცხოველი ნაგავში, ქალაქში უადგილოდ დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს, ჰაერის დაბინძურება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი. პასუხი კითხვაზე.- ვის (რას) ელის საფრთხე ამ გარემოში? მოსწავლეები ინდივიდუალურად გამოთქვამენ ვარაუდებს და გააკეთებენ ჩანაწერებს სურათების შესახებ, რომ შეიძლება დაზიანდეს ცხოველი ნაგავში საკვების ძებნის დროს? როგორ? (მიიღოს ჭრილობა თუნუქის კოლოფზე ან გატეხილ მინაზე, გადაყლაპოს პოლიეთილენის ნაგლეჯი, მოიწამლოს დაავადდეს.

15.11 2019 შეხვედრა მესამე
 ექსკურსია სკოლის გამწვანებულ გარემოში და მცირე  დისკუსია კითხვებზე:
          როგორ გგონიათ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ჰაერის წყლის და საერთოდ გარემოს დანაგვიანება?
          არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
          პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?
          როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?
დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდებიან საკლასო ოთახში გადანაწილდებიან ორ ჯგუფად და შექმნიან ნახატს სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესახებ, რომელზეც ნათლად ჩანს ის გარემო პირობები თუ როგორ იქმნება სუფთა და დანაგვიანებული გარემო. ჩაინიშნავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
 ჯგუფის ყველა წევრი მონაწილეობას მიიღებს ნამუშევრის პრეზენტაციაში დროის ლიმიტის დაცვით.
მოსწავლეები ნახატებს გამოაკრავენ საკლასო ოთახში ბუნების კუთხეზე.

19 .11. 2019 შეხვედრა მეოთხე
მას შემდეგ, რაც მოსწავლეთათვის ნათელი გახდება, რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსთვის თავისთავად ჩნდება კითხვა:
          როგორ დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან?
      მოსწავლეებს განვუმარტავ, რომ დაცვის ერთ-ერთი ხერხია გარემოს დასუთავება,  ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნითა და თვალსაჩინო ადგილებში გამოფენით;
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და იმუშავებენ პლაკატების შექმნაზე დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.


22.11.2019 შეხვედრა მეხუთე
შეხვდებიან ბაღის ბავშვებს დაურიგებენ მათთვის სპეციალურად გამზადებულ კანფეტებს და შეფუთულ სხვა ტკბილეულს.  სთხოვენ ჭამონ, დააკვირდებიან   სად დაყრიან კანფეტის და სხვა ნარჩენებს. გამართავენ მცირე დისკუსიას - როგორ ბინძურდება ჩვენი გარემო? ბაღის ბავშვებმა უნდა გაიაზრონ რომ დანაგვიანება ხდება ნარჩენებით.  საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ იმუშავებენ დამოუკიდებლად  სამუშაო რვეულებში სადაც დანაგვიანების ამსახველი ფოტოებია მოცემული.


25.11.2019 შეხვედრა მეექვსე
 მოსწავლეები ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილინის პარკების გამოყენებით დაასუფთავებენ სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიას და შეგროვებულ ნაგავს მოათავსებენ ნაგვის ურნაში, თან იმსჯელებენ რა გაიგეს ახალი? რატომ გამოიყენეს ხელთათმანი?
    წინა გაკვეთილზე შექმნილ პლაკატებს სისუთავის დაცვის მიზნით გააკრავენ საკლასო ოთახში, დერეფანში და სკოლის ეზოში, ამ ფორმით ისინი გააცნობენ თანატოლებს თუ როგორ უნდაც დაიცვან გარემო.


27.11.2019 შეხვედრა მეშვიდე
მასწავლებელი შეაჯამებს მოსწავლეების მიღებულ ცოდნას  და გამოცდილებას. ვიდეოს ჩვენებით. კიდევ ერთხელ განუმარტავს მოსწავლეებს, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს გარემოს სხვადასხვა  კომპონენტის დანაგვიანებას: ზოგ შემთხვევაში წყალი ბინძურდება, ზოგ შემთხვევავში ნიადაგი, სხვა შემთხვევაში ჰაერი. შეავსებენ ვიცი,  მინდა ვიცოდე, ვისწავლეს ბოლო ნაწილს.
     მასწავლებლის დახმარებით ერთი ჯგუფი იმუშავებს  კედლის გაზეთის, ხოლო  მეორე ჯგუფი კი პრეზენტაციის მომზადებაზე.

28.11.2019 შეხვედრა მერვე
    მოსწავლეები   გააკეთებენ პრეზენტაციას დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგენენ საბოლოო პრუდუქტს კედლის გაზეთისა და სლაიდ შოუს სახით (გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა) სახით, რომელიც გამოეკრება თვალსაჩინო ადგილას.

პროექტში მონაწილეთა გამოცდილების გათვალისწინება

     სამიზნე ჯგუფის მოსწავლეები ასახელებენ მათთვის კარგად ნაცნობი ნივთიერებების/მასალების (მაგ. ხის, მინის, პლასტმასის, ყოველდღიურობაში გამოყენების მაგალითებს; მსჯელობენ  რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მდინარის/ტყის საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურებამ; აქვთ ისტის გამოყენებით პრეზენტაციის მომზადებისა და გაკეთების უნარ-ჩვევები;
  პროექტის მონიტორინგი/შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
  08.11. 2019
წინარე ცოდნა და მოსწავლეთა ინტერესები
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
20.11. 2019
თანამშრომლობის უნარი.
მესამე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
27.11.2019
საპრეზენტაციო ნარები და შემოქმედებითი უნარები
საბოლოო შეფასება
კათედრა


  
შეფასება
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდები
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტები
პროექტის დასაწყისში
ვმვ ცხრილის პირველი და მეორე ნაწილის შევსება- მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევების, წარმოდგენებისა და მცდარი შეხედულებების განსაზღვრისათვის.
განმავითარებელი კომენტარი
პროექტის მსვლელობისას

დაკვირვება ჩანაწერების გაკეთება
მოსწავლეთა ურთიერთშეფასება (რჩევების გაზიარების მიზნით).
განმავითარებელი სიტყვიერი კომენტარი წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელათ.  ასევე პროგრესის მონიტორინგის შეფასების, გაგების შემოწმებისა და შემეცნების წახალისება.
პროექტის დასრულების შემდეგ
ვმვ ცხრილის რა ვისწავლე ნაწილის შევსება.
 გაგებისა და უნარების დემონისტრირების შეფასება.
შეფასების მოკლე მონახაზი
 მოსწავლეები აღწერენ პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს,  გამოკითხვებსა და მათ მიერ შექმნილ პროდუქტებს, პრეზენტაციებს,  
შეფასდებიან (დანართი 1)  შეფასების სქემით. შეფასების საგანი იქნება პროექტში ჩართულობა და განმავითარებელი კომენტარები.

პროექტში მონაწილეთა (მოსწავლე, მშობელი, თემი და სხვ.) ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.
ვიზიტები სკოლის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსპერიმენტები,  მოსწავლეები სხვა კლასიდან,  მშობლები და ა.შ.

პროექტის განხორცილების რისკებისა და შესაძლო ხარვეზების  გათვალისწინება
უამინდობა
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
პროექტორი
პროგრამული უზრუნველყოფა
ტექსტური რედაქტორი
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ბეჭდური მასალები
          ეროვნული სასწავლო გეგმა
                2. ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში;
               3. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი.
ინვენტარი/მასალები
პროეტორი,  ნოუთბუქი, ქაღალდი/ალექსანდროვის 5 ცალი, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან,  სტიკერები, პოლიეტილინ პარკები, ხელთათმანები,
ინტერნეტრესურსები






კრიტერიუმები
ძალიან კარგია
კარგია
საშუალოა
საჭიროებს გაუმჯობესებას
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას.
ყოველთვის მონაწილეობს.
ხშირად მონაწილეობს.
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს.
გამართული და სწორი მეტყველება.
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს.
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს.
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა.
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.

თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება.
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დასრულებას.
არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დასრულებას.








პროექტის ხელმძღვანელი:                 მაკა ყორღანაშვილი






No comments:

Post a Comment