სკოლა: საგარეჯოს
მუნიციპალიტეტი, სსიპ მანავის საჯარო სკოლა
მასწავლებელი:მაკა ყორღანაშვილი
სოციალური პროექტი
პროექტის დასახელება: „ვიზრუნოთ
ერთმანეთზე“
პროექტის
ხანგრძლივობა: 04.11.-22.11.2019
პრობლემის განსაზღვრა და მისი
აქტუალობის დასაბუთება:
კლასზე ჩემი დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ
ერთ-ერთი მოსწავლე გარკვეულწილად დანარჩენი მოსწავლეების მხრიდან იგნორირებულია. იგი
ნაკლებად ერთვება საერთო საკლასო აქტივობებში. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ
სხვადასხვა ჯგუფურ საქმიანობებში დანარჩენი მოსწავლეებიც ნაკლებად ცდილობენ ითანამშრომლონ და დახმარება გაუწიონ
მას. ჩემი აზრით, მოსწავლეებს ჯერ კიდევ ასაკიდან გამომდინარე არ აქვთ
განვითარებული თანადგომისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. განათლების სისტემა ნებისმიერი ბავშვისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს და რაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეფექტურად ორგანიზებული სასწავლო გარემოში ბავშვები ეჩვევიან განსხვავების პატივისცემას და მიღებას, უფრო ემპათიურები ხდებიან, უჩნდებათ სურვილი დაეხმარონ ერთმანეთს.
ვფიქრობ,
ამ პრობლემაზე დროული რეაგირება აუცილებელია, სწორედ, ამიტომ შევიმუშავე აღნიშნული პროექტი,
რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობის, თანაგანცდის (ტოლერანტობის)
ემპათიის უნარის განვითარებას.
პროექტის მიზანია:
III კლასის მოსწავლეებში თანამშრომლობის, სხვისი
ემოციების გაგების, წვდომისა და თანაგანცდის
უნარის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პროსოციალური ქცევის ჩამოყალიბებას.
სამიზნე ჯგუფი:
მესამე
კლასის მოსწავლეები.
ამოცანები
და განხორციელების გზები:
1.
მოსწავლეებთან საუბრების ორგანიზება და ჩატარება თანამშრომლობის
უნარების განვითარებისთვის.
1.1
მოსწავლეებთან საუბრების ჩატარება თემაზე „ვიზრუნოთ
ერთმანეთზე“.
მოსწავლეებს
ჩაუტარდებათ 2 შეხვედრა, რომელზეც
განხილული იქნება თემები: მეგობრობა, ერთმანეთის დახმარება, განსხვავებულობა,
სირთულეების დაძლევა მეგობრობის სფეროში; ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, არ შეიძლება
ვინმეს დავცინოთ, გავრიყოთ და სხვა. მოსწავლეები იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხებზე
და გამოთქვამენ საკუთარ დამოკიდებულებებს, მონაწილეობას მიიღებენ
ჯგუფურ როლურ თამაშებში,
სადაც მოსწავლეები ჩადგებიან განსხვავებულ როლში.
2.
მოსწავლეებთან ანიმაციური, მხატვრული ფილმების ჩვენება
და განხილვა პროსცოციალური უნარების განვითარებისთვის.
2.1. მოსწავლეებს ჩავურატებს გაკვეთლებს, სადაც
ვაჩვენებ ანიმაციურ და მხატვრულ ფილმებს (თანადგომაზე, დახმარებაზე მეგობრობაზე,
ტოლერანტობაზე) და მოვაწყობთ დისკუსიას, სადაც მოსწავლეები განიხილავენდა
შეაფასებენ გმირების საქციელს, მოიყვანენ მაგალითებს თავისი პირადი ცხოვრებიდან.
2.2 საუბრებიდან და ნანახი თითოეული ფილმის საფუძველზე მოსწავლეებთან
ერთად შევქმნით ღირებულებათა რუკას და გავაკრავთ კლსში თვალსაჩნო ადგილზე.
2.3
მოსწავლეები ყოველი დღის ბოლოს ინდივიდუალურად ვარდისფერ ფურცელზე
ჩამოწერენ კარგ ქცევებს, ცისფერზე იმ ქცევას, რომელიც არ მოეწონათ(საკუთარი ქცევა)
და შეინახავენ ფაილში. პროექტის ბოლომდე ასე შეაგროვებს ყველა მოსწავლე საკუთარი
ქცევებს „ყულაბაში“, პროექტის დასასრულს შევაფასებთ კარგ ქცევებს ყულაბიდან. სსსმ მოსწავლეს ყულაბაში ქცევების შეგროვებაში
დაეხმარება ყოველდღე სხვადასხვა მოსწავლე.
მოსალოდნელი შედეგები:
- ჩატარებულია
საუბრები თემაზე „ვიზრუნოთ
ერთმანეთზე“ და როლური თამაშები: „საჰაერო ბუშტით მოგზაურობა“ „გემი იღუპება“
და სხვა. მოსწავლეებში გაუმჯობესებულია: სოლიდარობის განცდის,
ემპათიის და განსხვავებულობის მიმღებლობის
უნარები.
მოსწავლეებს
შეუძლიათ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. აქვთ მზაობა ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად; ისინი
ეხმარებიან ერთმანეთს საერთო მიზნის მისაღწევად.
- მოსწავლეებში
ჩატარებულია ფილმების ჩვენება განხილვა. მოსწავლეებს შეუძლიათ საკითხის/პრობლემის შესახებ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა.
- მოსწავლის
მიერ „კარგი ქცევები ყულაბის“ საშუალებით განხორციელებულია მოსწავლეთა
თვითდაკვირვება. მათ შეუძლიათ საკუთარი და სხვათა ქცევების შეფასება.
მოსწავლეებში ჩამოყალიბებულია შეფასების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება,
გაუმჯობესებულია პროცოსიალური უნარები.
შეფასება და თვითშეფასება:
- პროექტის
ბოლოს მოსწავლეებს დავაწერინებ შევავსებინებ კითხვარს, რომელშიც ჩამოწერილი
მექნება პროექტის განმავლობაში ჩატარებული აქტივობები, თითოეულის გასწვრის
იქნება მოცემული სამი ტიპის სმაილი (გაღიმებული - ძალიან მომეწონა, უემოციო -
ნაკლებან მომეწონა, დაღონებული - საერთოდ არ მომეწონა). მოსწავლეებს
ვთხოვ, საკუთარი შეხედულებისამებრს
შეავსონ კითხვარი.
2.
პროექტის ბოლოს გაწეული საქმიანობის შესახებ დავწერ
საბოლოო რეფლექსიას, რასაც საფუძვლად დავუდებ ზემოთ აღწერილი შეფასებების შედეგების ანალიზს. რეფლექსიას წარვადგენ
ადმინისტრაციასთან.
პროექტის
განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები
ზოგიერთმა მოსწავლემ შესაძლებელია უყურადღებობის გამო
დაკარგოს „კარგი ქცევების ყულაბა“. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად კედელზე
გავაკეთებ პლაკატს სახელებითა და გვარებით, თითეული მოსწავლის ქვეშ მიკრული იქნება
კონვერტი, სადაც მოსწავლეებს ყოველი დღის ბოლოს ჩავადებინებ ქცევების ფერად
ფურცლებს.
ჯგუფური როლური თამაშებისას შესაძლებელია მოსწავლეებმა იგნორირებული მოსწალვე არ მიიღონ ჯგუფის წევრად. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად პროექტის
დასაწყისში მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებთ
სამუშაო წესებს - ჯგუფში ყველა თანასწორი უფლებებით ვსარგებლობთ,
ვთანამშრომლობთ და ვეხმარებით ერთმანეთს.
პროექტის სამოქმედო გეგმა
|
აქტივობები/ თვები/კვირები
|
ნოემბერი
|
საჭირო რესურსები
|
||
I
|
II
|
III
|
|||
1.
მოსწავლეებთან საუბრების ორგანიზება და ჩატარება თანამშრომლობის
უნარების განვითარებისთვის.
|
|||||
1.1
|
მოსწავლეებთან საუბრების ჩატარება
|
|
|
|
საპრეზენტაციო
მასალა;
შეხვედრების
მონახაზები;
მოსწავლეთა
სარეგისტრაციო ფურცელი.
|
2.
მოსწავლეებთან ანიმაციური, მხატვრული ფილმების
ჩვენება და განხილვა პროსცოციალური უნარების განვითარებისთვის.
|
|||||
2.1
|
ანიმაციური და მხატვრული ფილმების ჩვება და
განხილვა
|
|
|
|
პროექტორი,
კომპიუტერი
|
2.2.
|
ღირებულებეთა
რუკის შექმნა
|
|
|
|
ფორმატი,
ფერადი მარკერები
|
2.3.
|
„კარგი
ქცევების ყულაბის“ შექმნა, და შევსება
|
|
|
|
ვარდისფერი და
ცისფერი, ფერადი ფურცლები, ფაილები, კონვერტები, ფორმატი.
|
2.4
|
ყულაბის
გახსნა და შეფასება
|
|
|
|
ყულაბაში
არსებული ფურცლები
|
2.5
|
პროექტის
შეფასება
|
|
|
|
მოსწავლეთა კითხვარი
|
მას
შემდეგ, რაც შევნიშნე, რომ ერთ-ერთი მოსწავლე დანარჩენი მოსწავლეების მხრიდან
იგნორირებულია,გადავწყვიტე პროეტის გაკეთება.საუბრების ჩატარებამ თემაზე,,ვიზრუნოთ
ერთმანეთზე“ და როლურმა თამაშებმა,,სახ
აერო ბუშტით მოგზაურობა,’’გემი იღუპება“,მოსწავლეებში
გააუმჯობესა:სოლიდარობის განცდა,ემპათიის და განსხვავებულობის მიმღებლობის უნარები
. ისინი ხალისით ეხმარებოდნენ ერთმანეთს მიზნის მისაღწევად.ფილმის ჩვენების
განხილვის შემდეგ მოსწავლეებმა შეძლეს პრობლემის შესახებ საკუთარი
დამოკიდებულებების გამოხატვა.,,კარგი ქცევების“ ყულაბის საშუალებით მოსწავლეებმა შეძლეს
საკუთარი და სხვათა ქცევების შეფასება.პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს
კითხვარი,რომელშიც მქონდა ჩამოწერილი პროექტის განმავლობაში ჩატარებული
აქტივობები.
სოფელ მანავის
საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი:მაკა ყორღანაშვილი
No comments:
Post a Comment