Sunday, December 1, 2019

ს.პროექტი დავეხმაროთ....


სოციალური პროექტი
დავეხმაროთ მრავალშვილიან დედას’’.
ავტორი -     მაკა ყორღანაშვილი
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია.
კლასი  - მე-3
პერიოდი - 21.10- 25.11.2019 წ.
თემის აქტუალობა დედების როლს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ და უმნიშვნელოდაც კი თვლიან. უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ზოგ კულტურაში ბავშვებზე ზრუნვას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათი აზრით, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა და მას ზედმეტ ტვირთადაც კი მიიჩნევენ. უმრავლესობა ასეთ დამოკიდებულებას უკიდურესობად თვლის, მაგრამ, ჩვეულებრივ, დედებს შინამოსამსახურეებივით ეპყრობიან და ბავშვებზე ზრუნვას მეორეხარისხოვან საქმედ მიიჩნევენ. ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ ქალს თავისი სრული პოტენციალის გამოსავლენად კარიერის გაკეთება სჭირდება. ჩვენ ვაფასებთ და ვამაყობთ დედებით, ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და თემის მონაწილეობით.
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა  და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები: ორგანიზება და საჭირო ნივთების შეგროვება, მოხუცთა თავშესაფრის მონახულება.
გრძელვადიანი მიზნები: ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა, სხვისი გასაჭირის გაზიარება.
 პროექტის ამოცანები
1. I ეტაპი - შეგროვდეს ტანსაცმელი  მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
2. II ეტაპი - შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ტკბილეული;

3. Illეტაპი - ბენეფიციართან სახლში  სტუმრობა ;
4. lV ეტაპი - ტანსაცმლის და პროდუქტების მიტანა და  შეგროვილი ,საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიცემა.

განხორციელების გზები -
1.      პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2.      მშობელთა კრების მოწვევა;
3. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
5.  მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
6.  აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება:
ა)  ტანსაცმლის შეგროვება;
ბ)  პროდუქტის შეგროვება;
გ) ტანსაცმლის მიტანა სკოლაში;
დ)  ბენეფიციართან სახლში   ტანსაცმლის, საკვები  პროდუქტისა და ტკბილეულის  მიტანა.
ე) საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;
ზ) პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ  მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა იმ ადამინების მიმართ, რომლებიც თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ. ამავე დროს დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ მოხუცების  დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობისა მქონე  მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული. ელექტრონული - Word, Power Point.
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
 შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1. შეგროვებული ტანსაცმლის  რაოდენობით;
2. შეგროვებული პროდუქტის  რაოდენობით;
3. პროექტში მონაწილე კლასების რაოდენობის მიხედვით;
4. პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.      მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და დარიგების  პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები: შეიძლებოდა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ მარავალშვილიანი დედასთან  წასვლაზე ან ტანსაცმლის და პროდუქტის შეგროვებაზე, რომ დავხმარებოდით მათ. ან კიდევ დროში გაწელილიყო და ვერ მოგვესწროერთ ერთ თვეში მობილიზება.

პროექტის კალენდარი

აქტივობის დასახელება
21.10.19


                                                 



24.11.19
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება

    X








2. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;


X
    





3.პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;


  X


  




4. პროექტის ხუთივე  ეტაპის გნხორციელების  პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;




X




5.საკვები პროდუქტისა,სათამაშოების და  ტკბილეულის შეგროვება;




X



6.ვიზიტი-მრავალშვილიან დედასთან’,ტანსაცმლის, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის  მიტანა.





X


7საბოლოო შეხვედრა- პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;






X

8.პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.








X

პროექტის ამსახველი მასალა მოთავსებულია  ჩემ ბლოგში ,, ......“ მისამართზე:   …..

ხელმოწერა
25.11.2019 წ.

                                                    რეფლექსია


მანავის საჯარო სკოლის მე-3  კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი სახელად „მრავალშვილიან დედას“სადაც ბავშვები სიხარულით ჩაერთნენ.პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით.ბავშვებმა ისაუბრეს და იმსჯელეს თუ რა დიდია დედის როლი და ღვაწლი შვილების წინაშე, რამდენი  შრომა და პასუხისმგებლობა აკისრია დედას, მათ შორის კი იმ დედებს რომლების ცხრა და მეტ შვილ უზრდის სამშობლოს,შეაგროვეს ტანსაცმელი ,პროდუქტი,სათამაშოები (კლასების მიხედვით) მაქსიმალური რაოდენობით.შემდეგ ეტაპზე ვესტუმრეთ ჩვენი სოფლის მრავალშვილიან ოჯახს და მცირედით მაინც გაუწიეთ დახმარება.ამით ბავშვებმა გამოხატეს სითბო და თანადგომა მრავალშვილიანი შეჭირვებული ოჯახის მიმართ.პროექტმა ხელი შეუწყო ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევსას და სხვისი გაჭირვების გაზიარებას და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.




No comments:

Post a Comment