სოციალური პროექტი - „ ვისწავლოთ უკეთესად ჩვენი წინსვლისთვის“
ავტორი - მაკა ყორღანაშვილი
მონაწილეები - კლასების მოსწავლეების მშობლები;
კლასი - მე-3
პერიოდი - 2თვე
რამდენი პრობლემის
მოგვარებას შეძლებდა სკოლა მშობლების მეტი ჩართულობის პირობებში! საკუთარი როლისა და შესაძლებლობების გააზრება მშობლისთვისაც და მოსწავლისთვისაც გაცილებით წარმატებულს გახდიდა სასწავლო პროცესს. ხშირად ისმის მშობლების პრეტენზიები მასწავლებლის კომპეტენციის, სკოლის ადმინისტრაციის ან სასკოლო გეგმის მიმართ. უკმაყოფილება და წუწუნი საქმეს ვერ უშველის – მეტი ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. მაგრამ ამ ყველაფერს სურვილი სჭირდება.
პროექტის მიზანი
მე-3 კლასში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება
კლასის მშობელთა ჩართულობის გაზრდის საშუალებით
პროექტის ამოცანები
1.სასწავლო პროცესში
კლასის მშობელთა უშუალო მონაწილეობის სტიმულირება;
2.მშობელთა ჩართულობის
ხარისხის მიმართების განსაზღვრა მოსწავლეთა შედეგებთან;
3.მშობელთა ჩართულობის
მიმართების განსაზღვრა მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილების ეფექტურობასთან;
4.მშობელთა ჩართულობის
ხარისხის მიმართების განსაზღვრა მოსწავლეთა განწყობასთან;
5.სკოლის თემის ჩართვა
პროექტის მიმდინარეობაში;
განხორციელების გზები
1.პროექტის იდეისა,
მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2.ფოკუსჯგუფის შერჩევა;
კითხვარების შედგენა;
3.შეხვედრა მე-3 კლასის
მშობლებთან;
4.გაკვეთილებზე დასწრების
გრაფიკის შედგენა და დასწრების ორგანიზება;
5. სამუშაო შეხვედრები
მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
6.კითხვარების დამუშავება,
შედეგების ანალიზი;
8. პროექტის შედეგებზე
დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების
შემუშავება.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტი ეფექტურად
იმუშავებს სასწავლო პროცესის სამივე რგოლის - სკოლა-მოსწავლე-მშობელი - გააქტიურებაზე
და სასწავლო პროცესს სამივე სეგმენტისთვის გახდის უფრო საინტერესოს. გაზომავს, რამდენად
შეცვლის ამა თუ იმ სახით მშობლის ჩართულობა სწავლა-სწავლების ხარისხს.
რესურსები
ელექტრონული -
Word Excel Power Point
საკანცელარიო - თაბახის
ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება 1.მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების
შედეგებით; 2.მშობლების გამოხმაურების საფუძველზე; 3.კლასის პედაგოგთა თვითდაკვირვებისა
და ურთიერთდაკვირვების საფუძველზე; 4.ადმინისტრაციის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე
განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
5.პროექტში მონაწილე კლასების გაზრდის მიხედვით.
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი
- პროექტის ავტორი თავად აკვირდება მიმდინარეობასა და შედეგებს;
გარე მონიტორინგი
- ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.
აქტივობის დასახელება
|
…...
|
........
|
14.10.19
|
12-17.10
|
14.11-20.11
|
|
|
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
|
X
|
|
|
|
|
|
|
2.ფოკუსჯგუფის შერჩევა; კითხვარების შედგენა;
|
|
X
|
|
|
|
|
|
ინტერვენცია -
3.შეხვედრა
..... კლასის მშობლებთან;
გაკვეთილებზე დასწრების გრაფიკის შედგენა და დასწრების
ორგანიზება;
|
|
|
X
|
|
|
|
|
5. სამუშაო შეხვედრები
მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
|
|
|
|
X
|
|
|
|
6.კითხვარების დამუშავება, შედეგების ანალიზი;
|
|
|
|
|
X
|
|
|
7.პროექტის შედეგზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,მასწავლებლებისთვის
და მშობლებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მშობელთა გაკვეთილებზე დასწრების ცხრილი
#
|
თარიღი
|
საგანი
|
დამსწრე მშობელი
|
მასწავლებელი
|
1
|
|
ქართული
|
...
|
...
|
2
|
|
ქართული
|
...
|
....
|
3
|
|
ქართული
|
...
|
....
|
4
|
|
მუსიკა
|
....
|
....
|
4
|
|
ქართული
|
...
|
...
|
5
|
|
მათემატიკა
|
....
|
...
|
6
|
|
ქართული
|
...
|
...
|
7
|
|
მათემატიკა
|
....
|
,,,
|
8
|
|
მათემატიკა
|
...
|
....
|
9.
|
|
რუსული
|
...
|
...
|
10
|
|
ინგლისური
|
18 მშობელი
|
..
|
11
|
|
ქართული/
|
8 მშობელი
|
..
|
12
|
|
დაწყებითი/ქართული 3-3
|
9 მშობელი
|
...
|
13
|
|
დაწყებითი 1-1
|
18 მშობელი
|
....
|
პროექტის შედეგები:
სკოლასა
და
ოჯახს
შორის
ორმხრივი,
რეგულარული
კომუნიკაცია
ბავშვის
განვითარების
ერთ-ერთი მთავარი
ხელშემწყობი
ფაქტორია.
ეფექტური
კომუნიკაციისთვის
საჭიროა,
რომ
მასწავლებელი
და
მშობელი
ერთმანეთს
ინფორმაციას
უზიარებდნენ. ტერმინი
„მშობელთა ჩართულობა“
აღნიშნავს ერთობლივ
და უწყვეტ
პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და
სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ,
ასევე სკოლაში.
ის აერთიანებს მშობლებსა და
მასწავლებლებს, რათა
მათ ერთიანი
ძალისხმევით შეუწყონ
ხელი მოსწავლის
აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. „მშობელთა ჩართულობა“
ნიშნავს მშობლების
მონაწილეობას რეგულარულ,
მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო
პროცესში და
სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში.
2019-2020 სასწ. წწ მე-3 კლასი (დამრიგებელი მაკა ყორღანაშვილი), რომლის მშობლებიც მიიჩნეოდნენ ძალიან პასიურ მშობლებად,
ნაკლებად ერთვებოდნენ მოსწავლეთა სწავლისა და სწავლების პროცესში, არ აქტიურობდნენ
კლასგარეშე აქტივობებში; მეტიც, არც თეატრსა და სხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებით
მოსწავლეთა დაკავებას უბამდნენ მხარს. საინტერესო იყო მშობელთა დამოკიდებულება და პოზიცია,
ამიტომაც წლის დასაწყისშივე დაიგეგმა კლასის დამრიგებლის მხრიდან ამ საკითხის კვლევა
პედაგოგიური კვლევის ფარგლებში. სემესტრის დასაწყისში საერთო მშობელთა კრებაზე შედგა
საუბარი მშობლის როლსა და სასწავლო პროცესში ჩართულობის მიზნებზე მოსწავლეთა უკეთესი
განათლების საქმეში. მშობლებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის ჩართულობა აუცილებელია. თუმცა
ვერ აკონკრეტებდნენ, რატომ იყო მათი ჩართულობის ხარისხი ასეთი დაბალი. გამოთქვეს დიდი
ინტერესი იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რომლების ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ვითარდება.
მშობლები
გაეცნენ სოციალური პროექტის „უკეთესი განათლებისათვის“ მიზნებსა და ამოცანებს და დათანხმნენ,
აქტიურად აებათ მხარი თანამშრომლობის ახალი ფორმისათვის.
პარალელური
მუშაობა მშობლებთან, ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან ეფექტური აღმოჩნდა პროექტის
წარმატებისათვის. ადმინისტრაცია ყველა ღონეს ხმარობდა, რათა მშობელთა ჩართულობა სასკოლო
ცხოვრებაში გაზრდილიყო. სკოლის დირექტორმა .....დაწყებითი კლასების პედაგოგებთან -
.... და სხვებთან ერთად მოაწყო შეხვედრა ამავე საფეხურის მშობლებთან, სადაც მოისმინეს მშობლების წინადადებები,
სურვილები და შენიშვნები სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად გამოიკვეთა
მათი ინტერესი, თუ რა სიახლეებია სწავლებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება
იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლები გრაფიკის მიხედვით, არა უმეტეს 3 მშობლისა, პედაგოგთან
შეთანხმებით დაესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, დაახლოებით ღია გაკვეთილის ფორმატში.
გაკვეთილებზე
დაკვირვების დასრულების შემდეგ მასწავლებლები ....სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად აანალიზებენ,
განიხილავენ და წარმოადგენენ კოლეგების წინაშე იმ სტატისტიკას, რომელიც გამოკითხვის
შედეგად დადგინდა. შესაბამისად, თავიანთი კვლევის საფუძველზე შეიმუშავებენ რეკომენდაციებს
მშობელთა ცნობიერებისა და სასკოლო ცხოვრების
პროცესში მათი ჩართულობის ხარისხის ამაღლების შესახებ.
პროექტის
მსვლელობისას მასწავლებლები აწარმოებდნენ დღიურებს, რომლებშიც ასახულია მიმდინარეობისას
წარმოქმნილი დაბრკოლებებიც და მიღწევებიც. პროექტის ავტორი სკოლის ადმინისტრაციასთან
ერთად ახორციელებდა შიდა და გარე მონიტორინგს მისაღწევი შედეგების ეფექტურად მიღების
მიზნით.
საბოლოოდ,
პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა ტენდენციები:
1.მშობელთა
აბსოლუტური უმეტესობა მზად არის სასკოლო ცხოვრებაში უფრო აქტიური ჩართვისათვის;
2.მშობელთა
90%-ისათვის გაკვეთილებზე დასწრება იყო შედეგიანი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი უფრო
სხვა კუთხით დაეხმარებიან თავიანთ შვილებს
სახლში, ვიდრე აქამდე ეხმარებოდნენ, რადგან გაკვეთილების მსვლელობისას დაადგინეს, რომ
მოსწავლე სკოლაში ფასდება შესაძლებლობათა მიხედვით, შეფასება ხორციელდება არა მხოლოდ
ტექსტის დასწავლის, არამედ დაკვირვების, ანალიზის, დამოუკიდებელი აზრის გამოთქმისა
და გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხის მიხედვით; რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს თანამშრომლობა,
ჯგუფურად გადაწყვეტილების მიღება და სხვისი აზრის პატივისცემა; დაწყებითი კლასების
(1-3)მოსწავლეთა მშობლებისათვის სიახლე იყო უცხო ენის სწავლების მეთოდი და სპეციფიკა;
3.
მშობლები მიიჩნევენ, რომ სასკოლო ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მათი ჩართულობის გაზრდა ეფექტურად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე;
4.მოსწავლეების
გამოკითხვის შედეგად (კითხვარი მოსწავლეებისათვის) დადგინდა, რომ მათ მოსწონთ, როცა
მშობელი აქტიურად არის ჩართული მათ სასკოლო ცხოვრებაში და ერთად აღწევენ წარმატებას;
5.მასწავლებლების
მობილიზება და გაკვეთილებისათვის მომზადების ხარისხი გაიზარდა;
6.ადმინისტრაციისათვის
გამოიკვეთა მშობელთა თვალით დანახული სასკოლო პრიორიტეტები (კითხვარი №2),
რომელთა გათვალისწინებითაც უნდა შედგეს 2020 წლის სასკოლო გეგმა.
პროექტის
ინტერვენციის შედეგები მრგვალი მაგიდის ფარგლებში განიხილეს მშობლებმა, დირექტორმა,
დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, მონაწილე მასწავლებლებმა. პედაგოგმა მაკა ყორღანაშვილმა
წარმოადგინა პრეზენტაცია გამოკითხვის შედეგებისა და პროექტის ეფექტურობის შესახებ.
პროექტის შედეგების საფუძველზე დაიგეგმა
ადმინისტრაციისა და მასწავლებელთათვის:
1.მშობლებთან კომუნიკაციის მეთოდების შემუშავება, რომლებიც მორგებული იქნება თითოეულ მშობელზე (დარეკვა, იმეილი, მესიჯი, შეხვედრა);
2. კლასის დამრიგებლებისა და საგნის
პედაგოგების მხრიდან მშობელთათვის საერთო ინფორმაციისა და მოსწვლის პირადი
წარმატების ამსახველი წერილების (ელექტრონული) მიწერა;
3. მშობლებს შეხვედრები სკოლის დირექტორთან;
4. მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება (რეგულაციები, წესები, შეფასების სისტემა, დავალებების ტიპები);
5. რეკომენდაციები მშობლებს მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად;
6. მეტად აღინიშნოს, თუ
რას აკეთებს მოსწავლე კარგად; მოსწავლის რვეულში
აღინიშნოს მიღწევების შესახებ ინფორმაცია;
7. შეხვედრები მშობლებთან სხვადასხვა დროს: გაკვეთილების შემდეგ, გაკვეთილების დაწყებამდე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ (საჭიროების მიხედვით);
8.ადმინისტრაციისა და მასწავლებლების
მხრიდან განხორციელდეს საჭიროებათა კვლევა (გამოკითხვა) მოსწავლეებსა და მშობლებში;
მშობლების უზრუნველყოფა დამატებითი რესურსებით:
1.მშობლებისათვის ტრენინგების შეთავაზება მათთვის საინტერესო თემებზე (მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიები, უცხო ენის სწავლება, მოსწავლის საშინაო დავალებების მომზადება);
2. სემინარები ფსიქოლოგებთან ერთად, ასევე პროფესიული ორიენტაციისა და აკადემიური პროგრამების არჩევის შესახებ;
პროექტის
ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა.
რეფლექსია
აღნიშნული პროექტი განხორცილედა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯაროს სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეების მიერ. პროექტი განხორცილედა
დაწესებული დროის ლიმიტით. გამოიკვეთა მოსწავლეთა
საჭიროებები სხვადასხვა საგანში. და მიიღო მაშტაბური ხასიათი, მოსწავლეები დიდი ინტერესით
ერთვებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტმა მოგვცა
ის, რომ მომავალ წელს უფრო დიდი დროის მანძილზე განვახორცილებთ და შევძლებთ კიდევ უფრო
ბევრი წიგნის წაკითხავს.პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად
განხორციელდა.
No comments:
Post a Comment