სოციალური პროექტი
-
„ჩვენი საოცნებო ბიბლიოთეკა“
ავტორი - მაკა ყორღანაშვილი
მონაწილეები - მე-3 კლასის
მოსწავლეები
პერიოდი - 20.09 – 31.10.2019
თემის აქტუალობა - დღეისთვის სასკოლო ბიბლიოთეკის მძიმე და არასანადო მდგომარეობა
სკოლის პრობლემაა. სკოლას საკუთარი ხარჯებით არაერთხელ შეუკეთებია იგი და განუახლებია
წიგნადი ფონდი, თუმცა ბიბლიოთეკა აშკარად ვერ
აკმაყოფილებს სკოლის მოსწავლეთა მოთხოვნებს.
სოციალური თანამშრომლობა 21-ე საუკუნის ადამიანისათვის
უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რაც თანამედროვე მოზარდში ნაკლებადაა განვითარებული. ამიტომაც
ახალგაზრდებში ხშირად ძალიან რთულია პასუხისმგებლობის, ტოლერანტობისა და საკუთარ სასკოლო
გარემოზე ზრუნვის უნარის ჩამოყალიბება. ისინი, სამწუხაროდ, საზოგადოებაში მაგალითს
ნაკლებად ხედავენ. ამიტომ სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი
პიროვნებაში ამ თვისებების განვითარების კუთხით. მართალია, მოსწავლეებში ამ თვისებების
განვითარებას ესგ-ით გათვალისწინებული აქტივობები
უწყობენ ხელს, მაგრამ მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული
ქმედებების განხორციელება საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, ვის მიმართაც აქვთ ნდობა,
ასეთები კი მათი მშობლები არიან. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი მოსწავლეებისა და
მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზანი
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა) საზოგადოების, განათლებისა
და სასკოლო გარემოსთან დაკავშირებული ღირებულებების
მიმართ საკუთარი
პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ)
კომუნიკაცია ინდივიდებთან
და ჯგუფებთან.
გ) დაახლოვოს მშობელი სასკოლო
გარემოსთან, მეტად ჩართოს იგი სკოლის ცხოვრებასა და მოსწავლეთა წარმატების მიღწევაში.
პროექტის ამოცანები
1.I ეტპაზე შეგროვდეს მაკულატურა მაქსიმალური შესაძლებელი
რაოდენობით;
2. II ეტაპზე მაკულატურისგან მიღებული თანხით/ან გაცვლით
შევიძინოთ წიგნები სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნების ფონდის გასაახლებლად;
3. III ეტაპზე გამოცხადდება ნახატების კონკურსი „ჩემი
საოცნებო ბიბლიოთეკა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები დახატავენ მათთვის სასურველი სკოლის
ბიბლიოთეკის შენობას. გამოვლინდება გამარჯვებული;
4. პროექტის
დასკვნითი ეტაპი :წიგნების შეძენის და კონკურსის შედეგის განხილვა.
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. ფოკუსჯგუფის შერჩევა; კითხვარების შედგენა;
3. სამუშაო შეხვედრები სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის
არეალის გაფართოების მიზნით;
4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
5. პროექტის 4 ეტაპის მსვლელობისას პროცესში მონიტორინგის
ჯგუფის შერჩევა;
6.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
7. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია,
რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;
8. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის
მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობებ პასუხისმგებლობას საკუთარი
წვლილის შეტანით სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან
სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
მაკულატურა, წიგნები, ელექტრონული - Word Excel
Power Point;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი,
მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1.შეგროვებული მაკულატურის რაოდენობით;
2. შეძენილი წიგნების რაოდენობით;
3.სკოლის ანგარიშზე სპონსორების მხრიდან ჩარიცხული თანხის რაოდენობით;
4.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
5.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება შვიდივე
ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების
გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ
შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად,
სასკოლო ღია კარის დღეები.
პროექტის კალენდარი
აქტივობის დასახელება
|
20/09.
2019
|
25/09
|
30/
09
|
3/10
15/11
|
16-20
.10
|
21/10
28/10
|
29/10
|
31.10.2019
|
1.პროექტის იდეისა, მიზნისა
და ამოცანების დამუშავება;
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
2.ფოკუსჯგუფის შერჩევა;
კითხვარების შედგენა; ინტერვიუს ჩატარება.
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
ინტერვენცია -
3. სამუშაო შეხვედრები
მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
4. პროექტის ეტაპებზე
პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
5. პროექტის ეტაპების
- მაკულატურის შეგროვება-ჩაბარების, წიგნების შეძენისა და ბიბლიოთეკის ლეთილმოწყობის
პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
6.ინტერვენცია-
მაკულატურის შეგროვება-ჩაბარება
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
7.წიგნების შეძენა
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
8. ნახატების კონკურსი
„ჩემი საოცნებო ბიბლიოთეკა“ ჩატარება.
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
9.საბოლოო შეხვედრა
- მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები,
მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
10. პროექტის შეფასება
-შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის
რეკომენდაციების შემუშავება.
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
პროექტის
ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა.
პროექტის ამსახველი მასალა იხილეთ ჩემ საგანმანათლებლო
ბლოგში ,, ..... “ მისამართზე :
რეფლექსია
პროექტი
წარიმართა გეგმის შესაბამისად .მოსწავლეები და მშობლები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას
პროექტის მსვლელობაში. იმ მშობლებმა რომლებმაც არ გამოთქვეს სურვილი მიეღოთ მონაწილეობა
პროექტში დავგეგმეთ მათვის დამატებითი აქტივობა ღია კარის დღეები.მოსწავლეებმა შეაგროვეს
მაკულატურა მაქსიმალური რაოდენობით.მაკულატურიდან მიღებული თანხით შეიძინეს სახელმძღვანელოები
სკოლის ბიბლიოთეკის ფონდის გასაახლებლად,შემდეგ ეტაპზე ჩატარდა ნახატების კონკურსი
ჩემი საოცნებო ბიბლოთეკა,სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული ნამუშევრის ავტორები.ბოლოს
მოხდა პროექტის შეჯამება რასაც ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე მშობლები მასწავლებლები
და სკოლის ადმინისტრაცია.მშობლებმა დაინახეს რომ საზოგადოებრივი საქმე ძალზედ მნიშვნელოვანია
და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს.პროექტმა ხელი შეუწყო პასუხისმგებლობის გრძნობის
მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
No comments:
Post a Comment